დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გკახა კალაძე-ადაჭრას ჰუმანური და ეფექტური გზებით გეგმავს

ბინადარ ცხოველთა შესახებ, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე არა ერთი ცილისმწამლებული ინფორმაცია გავრცელდა-განაცხადა კახა კალაძემ და თბილისელებს საკითხი დეტალურად განუმარტა.

დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გკახა კალაძე-ადაჭრას ჰუმანური და ეფექტური გზებით გეგმავს

„პოპულაციების მართვის ცენტრის მშენებლობის შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, სამომავლოდ კი არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა.