რა ეტაპზეა მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები
მიცკევიჩის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე პროექტი 20 დეკემბრისთვის დასრულდება.
მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთამდე, ასფალტის საფარი მოეწყო. ტერიტორია რომლის სიგრძე 12 000 კვ.მ ფართობია ასფალტის მეორე ფენა დაიგო. ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. თბილისის მერიის ინფორმაციით ამჟამად მიმდინარეობს ბორდიურის, ტროტუარის და პანდუსების მოწყობა. ასევე, ადგილზე მონტაჟდება გარე განათების სისტემა.
აღსანიშნავია, რომ პროექტისათვის მუნიციპალიტეტიდან 2 მილიონ ლარამდე გამოიყო.