მიცკევიჩის ქუჩაზე მოძრაობა სრულად აღდგა

პროექტის ფარგლებში მოეწყო: ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.-ინფორმაცია პროექტის დასრულების სესახებ დედაქალაქის მერიამ გაავრცელა.

მიცკევიჩის ქუჩაზე მოძრაობა სრულად აღდგა

ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა სრულდება. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია.

შეგახსენებთ, რომ პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი დაიჯარხა.