მიწის ნაკვეთები თბილისის შემოგარენში და კოლოსალური ფასები უძრავ ქონებაზე

დედაქალაქში უძრავ ქონებაზე ფასები ყოველწლიურად იზრდება. ამას თითქოს მიეჩვია მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ხელფასით უძრავი ქონების შეძენა მოქალაქეების უმეტესობისთვის თანდათან შეუძლებელი ხდება.

მიწის ნაკვეთები თბილისის შემოგარენში და კოლოსალური ფასები უძრავ ქონებაზე

2023 წელს მიწის ნაკვეთების ფასი წინა წელთან შედარებით კოლოსალურად გაიზარდა. საინტერესოა კიდევ რამდენით მოიმატებს 2024 წელს, იმ ფონზე როცა თბილისში თავისუფალი მიწა თითქმის აღარ დარჩა.

SS.ge-ს მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მაღალი ფასი წყნეთში ფიქსირდება. 2023 წლის ბოლის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობის ღირებულება 450 დოლარს შეადგენდა.

კოჯორში დეკემბრის მონაცემებით მიწის ნაკვეთის ღირებულება 120 დოლარიდან იწყებოდა.

ასევე აღსანიშნავია წავკისი სადაც ერთი მიწის ფასი 126 დოლარი იყო.

თბილისის შემოგარენში ყველაზე დაბალ ფასად მიწის შეძენას 2023 წელს 79 დოლარად შეძლებდით.

უძრავი ქონების ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, 2024 წელს მიწის ნაკვეთებზე ღირებულება მცირედით მაგრამ მაინც მოიმატებს.