რას ვერ აკონტროლებს კანონი და იყიდება თუ არა მიწის ნაკვეთები უცხოელებზე

დღეს საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უსისტემო ცვლილების შეზღუდვას გულისხმობს.

რას ვერ აკონტროლებს კანონი და იყიდება თუ არა მიწის ნაკვეთები უცხოელებზე

წინადადების ავტორების თქმით, მოქმედ კანონმდებლობაში არის ხარვეზი, რომლის გამოყენებითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქე/საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შემდეგ კი ამ მიწებს დანიშნულებას არასასოფლოდ უცვლიან და ყიდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

საინიციატივო ჯგუფის მტკიცებით, 2022 წელს ორგანიზაციამ „ერი და სახელმწიფო“ იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია 2018 წლიდან მოყოლებული რამდენი ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას შეეცვალა დანიშნულება. წინადადების ავტორთა ცნობით, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლიდან 2022 წლის ნოემბრამდე პერიოდში 4 683 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეეცვალა სტატუსი და გადავიდა არასასოფლო კატეგორიაში.

სქემა ასეთია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მიწას უცვლის დანიშნულებას, რისთვისაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს, თუმცა ევალება ცვლილების აუცილებლობაც დაასაბუთოს. საჯარო რეესტრი განიხილავს განცხადებას და წყვეტს, მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალოს თუ არა.

უამრავი შემთხვევა არსებობს, მიწის ნაკვეთების უცხოელებზე გასხვისების, ჰექტრობით ტერიტორიები დღეს საქართველოს ხვადასვა რეგიონში უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაშია, საინტერესოა მიიღებს თუ არა პარლამენტი მოქალაქეების საკანონმდებლო ინიციატივას.