თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ზონებში, უკანონო ნაგებობებისა და მიშენებისთვის ჯარიმა გაიზრდება
დედაქალაქის მერის განმარტებით, ცვლილება საჭიროა, რადგან არსებული სანქციები არ აჩერებს დამრღვევებს, ბევრი სამშენებლო კომპანია არღვევს წესებს და შემდეგ უბრალოდ იხდის ჯარიმებს.

თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ზონები ოთხ კლასადაა დაყოფილი, ახალი ცვლილება კულტურული მემკვიდრეობის პირველ და მეორე კლასის ზონებში, კერძო სექტორში უკანონო მშენებლობისა და მიშენებისთვის ჯარიმის გაზრდას 8 ათასიდან, 24 ათას ლარამდე.
იგივე ქმედებისთვის მესამე და მეოთხე კლასის ზონებში, 20 ათასიდან, 100 ათას ლარამდე.
პირველ ზონაში 8 ათასიდან 24 ათას ლარამდე გაიზრდება ხოლო სხვა ზონებში 25- დან 125-მდე გაიზრდება.