მილიონიანი პენტჰაუსი და კვადრატული 6000 დოლარად – ყველაზე ძვირად ღირებული ბინები თბილისსა და ბათუმში
ბათუმსა და თბილისში, უძრავ ქონებაზე მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი აღარაა თუმცა არც ფასების კლება მოხდება. ასეთია დარგის სპეციალისტების წინასწარი პროგნოზი უძრავ ქონებაზე.
Colliers Georgia-ს ახალი მიმოხილვის თანახმად ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 1%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ბათუმს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ყველაზე ძვირად ღირებული ბინების ფასი თბილისში 1 კვ.მ-ზე, ასეთია:
„აქსის თაუერსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირზე) – $4000-დან $6000-მდე
King David (მ. ალექსიძის ქუჩა) – $3500-დან $5900-მდე
რაც შეეხება ბათუმს:
„ჰილტონ აპარტამენეტი“ (რუსთაველის ქუჩა) – 4000 დოლარიდან, პენტჰაუსის შემთხვევაში 1 კვ.მ-ის ფასი 17 000 დოლარამდეა
Le Méridien Batumi (ჟრენტის ქუჩა) – 6000 დოლარის ფარგლებში
Alliance Privilege (რუსთაველის ქუჩა) – $3000-დან $5500-მდე
PORT TOWER BATUMI (რუსთაველის ქუჩა) – $2500-დან $5000-მდე
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ყველაზე ძვირად ღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა და ვაკე რჩება. ბათუმში კი ყველაზე მაღალი ფასები სანაპირო ზოლში მდებარე აპარტამენტებს აქვთ.