რამდენი მილიონი დაიხარჯა დედაქალაქის გამგეობებიდან, მოსახლეობის ქირის უზრუნველსაყოფად

"დანგრეული საცხოვრებელი სახლების მცხოვრებელთა კომპენსაცია"-ესაა პროგრამა რომელიც 2022 წლის 29 დეკემბრიდან ამოქმედდა. როგორც უწყების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, დღემდე 10-მა გამგეობამ დედაქალაქის მასტაბით, მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის 5.5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

რამდენი მილიონი დაიხარჯა დედაქალაქის გამგეობებიდან, მოსახლეობის ქირის უზრუნველსაყოფად

დედაქალაქის მერია 10 გამგეობის კონკრეტულ ჯარს ავრცელებს, რომელშიც დანახარჯი კონკრეტულადაა აღწერილი.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს (იანვრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით), ქირით უზუნველყოფისთვის 411 275 ლარი დახარჯა.

ვაკის რაიონში ქირით გამგეობამ 151 ოჯახი უზრუნველყო, რისთვისაც 340,620.00 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება დიდუბის რაიონს, გამგეობამ, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში 119 ოჯახის ქირით უზუნველყოფისთვის 375,942.00 ლარი დახარჯა.

კრწანისის რაიონის გამგეობამ – 467 010 ლარი.

ისნის რაიონის გამგეობამ, ამავე პერიოდში ქირით უზრუნველყოფისთვის 688 089,84 ლარი დახარჯა, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, 597252,25 ლარი.

ამასთან, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ოჯახების ქირით უზრუნველყოფისთვის 288710,00 ლარი დახარჯა, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წლის იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 881 860 ლარი.

რაც შეეხება გლდანის რაიონს – გამგეობამ, ამავე პერიოდში ქირით უზრუნველყოფისთვის დახარჯა 227,984 ლარი, სამგორის რაიონის გამგეობამ კი 1225529 ლარი.