დამტკიცდება თუ არა მგზავრთა გადასაყვანად ახალი ნებართვა

ამ მიმართულებით პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის მიღებას სთავაზობს.

დამტკიცდება თუ არა მგზავრთა გადასაყვანად ახალი ნებართვა

პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონსა და სხვა გამომდინარე კანონებში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

პროექტის თანახმად, ავტოსადგური განიმარტება როგორც მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწყობილი ადგილი, სადაც დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ, არარეგულარულ, ქვეყნის შიდა ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება.