თბილისის რომელ უბნებშია შესაძლებელი მეწყრული პროცესების განვითარება და რა ინფორმაციას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო

თბილსში მეწყრული პროცესებისადმი საშიშროება განსაკუთრებით 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ გაიზარდა. მას შემდეგ ყოველ გაზაფხულზე მეწრული პროცესებისადმი შიში იმატებს. დიდი წვიმის შედეგად, ხშირად იტბორება ქუჩები, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა უბნებში მეწყრული პროცესები გამოიწვია. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა, 2023 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის სადაც მეწყრულად საშიში თბილისის უბნებია დასახელებული.

თბილისის რომელ უბნებშია შესაძლებელი მეწყრული პროცესების განვითარება და რა ინფორმაციას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო

დოკუმენტში დასახელებულია თბილისის უბნები, სადაც 2024 წლისთვის შესაძლო მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი.

კერძოდ, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მდ. ვერეს ხეობაში, ახალდაბის ხევში, მდ. გლდანის ხევის, ხევძმარის, უკანხევის, ლეღვთა ხევის, დუქნის ხევის, წორწორას ხევის ხეობებში, ლიბანის ქუჩაზე, მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, ნუცუბიძის ფერდობზე, მუხათგვერდის სასაფლაოს მისასვლელ გზაზე, „სვანეთის უბნის“, ბერთუბნის, გიორგიწმინდის დასახლებებში.

ამასთან , როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კლდეზვავ ქვათაცვენის პროცესები კვლავ გაგრძელდება თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ, მდ. ლეღვთა-ნევის ფერდობებზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ნუცუბიძის ფერდობზე, კოსტავას ქუჩაზე (ფიქრის გორის მიმდებარედ), მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (თამარ მეფის და ვახუშტის ხიდის მიმდებარე უბნები), თბილისში შემოსასვლელი გზის მარჯვენა ფერდობზე (ზაჰესის მიმდებარედ).