წყალდიდობა და მეწყერი გურიაში, ნაპოვნია მოზარდის ცხედარი-რეგიონში ამ დრომდე მძიმე ვითარებაა
გურიაში მოსული უხვი ნალექის გამო, ადინებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
გავრცელებული ინფორმაციით სტიქიაში მოყოლილ სამ ადამიანს ეძებენ, რომელთაგან ორი მოზარდია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, სტიქია, მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელი წვიმის შედეგია, ამ დროისთვის ადგილზე ტექნიკა მუშაობს, რომ დამეწყრილი ადგილების გაწმენდა მოხდეს.
მდინარე ლესას ადიდების გამო დატბორილია სამტრედია-ლანჩხუთის-გრიგოლეთის ცენტრალური მაგისტრალი. როგორც kalaki.ge-ს საავტომობილო დეპარტამენტში დაუდასტურეს აჭარის მიმართულებით და პირიქით მოძრაობა სრულად შეწყვეტილია.