“ვაგზლის მოედანზე” მეტროში ქალმა გონება დაკარგა
ბოლო პერიოდია, თბილისის მეტროებში ე.წ. პიკის საათებში გაუსაძლისი მდგომარებაა, ვინაიდან ხალხის დიდი ნაკადი საცობებს ქმნის და რთული ვითარება იქმნება.
ინფორმაცია, მეტროში მომხდარ შემთხვევაზე მედია საშუალება “NEWS GEORGIA” -მ გაავრცელა. https://t.me/NGnewsgeorgia/6908
“ვაგზლის მოედანი” თბილისის მეტროებს შორის ყველაზე ხალხმრავალი ადგილია, ვინაიდან ის მეორე მხარეს გადასასვლელს წარმოადგენს. მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას მეტროში არსებული მდგომარეობის გამო.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერის გადაწყვეტილებით, “ვაგზლის მოედანზე” მეორე მხარეს გადასასვლელად დაწესდა ე.წ. რიგის მომწესრიგებელი, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხალხის ნაკადის დარეგულირება მეტად რთულია და დიდი საცობები მეტროში მაინც იქმნება. ყოველდღიურად ვრცელდება მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა. დღევანდელ მდგომარეობაზე ვიდეო-მასალას “paper kartuli” ავრცელებს. https://t.me/paperkartuli/2688
საგულისხმოა, რომ კახა კალაძემ რამდენიმე თვის წინ მეტრო სადგურების განახლების გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც საუბარია “ახმეტელის თეატრის” მეტროს ახალი ჩასასვლელის რეაბილიტაციაზე, რაც მგზავრთა დიდ ნაკადს საგრძნობლად შეამცირებს და რომლის მიზანიც წარმოქმნილი საცობის განტვირთვაა. დედაქალაქის მერის განცხადებით პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია: “ამ საკითხზე მომუშავე პოლონური კომპანია გამოვლენილი და შერჩეულია. ჩვენ ველოდებით დადასტურებას. წარვუდგინეთ მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის სივრცე და პროექტი, რომლის გაკეთებაც გვინდა. ველოდებით დადასტურებას, რის შემდეგაც პროექტის დასრულება სამ თვეში იქნება შესაძლებელი, მაგრამ მეორე, ოდნავ უფრო გრძელი გეგმა გვაქვს. ეს არის ახმეტელის მეტროს ესკალატორის ახალი პროექტის განხორციელება, როგორც სამგორის მეტროში.
ამ ყველაფერზე ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, რათა 12 მეტროსადგურის სრულად რეაბილიტაცია და განახლება მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.