თბილისში 12 მეტროსადგურის განახლება იგეგმება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით დედაქალაქში 12 მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაციისთვის მუშაობა მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეტროსადგურ „ახმეტელზე“ დამატებითი „ტუნიკების“ მოწყობას, კალაძის განმარტებით, საკითხზე მუშაობა დაწყებულია. „გამოვლენილი და შერჩეულია პოლონური კომპანია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ველოდებით დადასტურებას. წარვუდგინეთ „ახმეტელის თეატრის“სივრცე და პროექტი, რისი გაკეთებაც გვინდა.ველოდებით დადასტურებას, რის შემდეგაც სამ თვეში უკვე შესაძლებელი იქნება პროექტის დასრულება. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან., რომ მოხდეს 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-განახლება„ – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნულ პროექტში ქართული კომპანიები მონაწილეობის მისაღებად თავს იკავებენ, ამიტომ ტენდერების გამოცხადება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება. საერთო ჯამში, კი პროექტის ღირებულება 44 მლნ ლარს შეადგენს.