მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს? – რას წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში და რაგანცხადებას ავრცელებს თბილისის მერია

სოციალურ ქსელში მოქალაქეები, დილიდან წერდნენ, რომ მეტროსადგური დედაქალაქში შეფერხებით მუშაობს და ერთმანეთს აფრთხილებდნენ, მეტროთი არ ემგზავრათ. დედაქალაქის მერიამ ცოტა ხნის წინ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ.

მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს? – რას წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში და რაგანცხადებას ავრცელებს თბილისის მერია

“აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია უწყების პრესსამსახურთან. ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22”, – აცხადებს თბილისის მერია.