kalaki.ge-ის ფოტოკოლაჟი “მეტრო ვარკეთილიდან”, როგორ გამოიყურება დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სატრანსპორტო კვანძი
რეაბილიტაციის მიუხედავად, "მეტრო ვარკეთილი" მოქალაქეებს მოემსახურება.
kalaki.ge დაინტერესდა თუ რა ვითარებაა ამ დროისთვის ვარკეთილის მეტროში სადაც ამ დროისთვის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. გთავაზობთ ფოტო-კადრებს თუ როგორ გამოიყურება მეტრო ამ დროისთვის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მეტროს სარეკონსტრუქცი-სარემონტო სამუშაოების შესახებ განცხადება კახა კალაძემ გააკეთა. მერის განმარტებით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი. სადგურის ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად; მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.
საგულისხმოა, რომ 2018 წელს მეტროში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგაც მოქალაქეები დაშავდნენ.