როდის დაიწყება მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის პროექტი

მეტრო "ახმეტელის თეატრი" კვლავ პრობლემურად რჩება მგზავრთა ნაკადის გამტარიანობის მხრივ. მეტროს ამოსასვლელში გადაადგილება განსაკუთრებით რთულია პიკის საათის დროს. იჭედება შესასვლელი და მოსახლეობას მეტროში სასავლელად გარეთ რიგებში უწევს დგომა.

როდის დაიწყება მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის პროექტი

დედაქალაის მერიამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, გრძელვადიანი პროექტის განხორციელება დაანონსა, რომელიც მეტროს მეორე ამოსასვლელს გულისხმობს. კახა კალაძის განცხადებით მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წელს იქნება მზად.

“„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იყო დისკომფორტი შესვლასთან დაკავშირებით, რაც მოხსნილია, რადგან დავამონტაჟეთ ახალი, უფრო მეტი ტურნიკეტი და დღეს მეტროში შესვლა პიკის საათებშიც არ წარმოადგენს პრობლემას. რაც შეეხება, მეორე უფრო გრძელვადიან პროექტს, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. აზიის განვითარების ბანკი (ABD) ძალიან გვეხმარება, კვლევები დაწყებულია ამ მიმართულებით, 2024 წლის ნოემბერში უკვე უნდა გვქონდეს ფასები, პროექტები. 5-ეტაპიანი კვლევაა გასაკეთებელი, ორი ეტაპი უკვე დასრულებულია და ნოემბერში გვექნება პროექტი მზად, იმისთვის, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი უშუალოდ სამუშაოებზე. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არავის არაფერი გაუკეთებია მეტროში და არც ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. დავით ნარმანია იყო პირველი მერი, რომელმაც განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 140 ერთეული „მანის“ მარკის ავტობუსები შემოიყვანა. მავნებელ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს, ისაუბროს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ქალაქს მოპარეს, წაართვეს ყველაზე ძვირფასი ტრანსპორტი – ტრამვაი, მოიპარეს ხაზები და ჯართში ჩააბარეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.