მეტეხის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გახანგძლივდა-როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები

31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე რიყეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება, მიზეზი მეტეხის ხიდზე სამუშაოების გახანგძლივებაა.

მეტეხის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გახანგძლივდა-როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის კვეთიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა შეიზღუდება.

მტკვრის მარცხენა სანაპიროდან (რიყეზე გამავალი გვირაბიდან) იალბუზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ევროპის მოედნის მიმართულებით.

უნდა ითქვას, რომ რეაბილიტაციის პროცესში აღნიშნულ მონაკვეთზე ე.წ. პიკის საათის პერიოდში ავტომობილით გადაადგილება საცობებს კიდევ უფრო პრობლემურს გახდის.