საქართველოს ერთ-ერთი შთამბეჭდავი ადგილი - მესტია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. კლდეზე შეფენილ ე.წ. ყოფილ სეტს, ისევე როგორც მთლიანად სვანეთს, უძველესი ისტორია გააჩნია. მესტია გამორჩეულია საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ყველაზე დაუვიწყარი და მომაჯადოებელია სვანეთის მშვენება, მწვერვალი უშბა, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, აზიდული კლდეებიდან გადმომდინარი ჩანჩქერები და ცასავით ლურჯი ალპური ტბები.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

სვანური კოშკები, უნიკალური ტაძრები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ რელიგიური ნიმუშები, ქართული კულტურის ნამდვილად გამაოგნებელი, განუმეორებელი და უდიდესი ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ნაწილია. აღსანიშნავია, რომ სვანური კოშკები პოეტებისათვის და მხატვრებისათვის შთაგონების წყარო არაერთხელ გამხდარა. გარდა ამისა, მესტია შესანიშნავი ადგილია მთაში დასვენების მოყვარულთათვის როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. აქ ფუნქციონირებს სამთო-სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

სვანეთისთვის რელიეფი ერთ–ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. ვიზიტორებისთვის, სვანეთის მრავალფეროვნება ნებისმიერი ტიპის მოგზაურს დაუვიწყარ თავგადასავლებს პირდება. კავკასიონის მთებთან მდებარე ულამაზეს კუთხეში თავმოყრილია ისტორიული ადგილები, ზამთრის კურორტები და გასაოცარი არქიტექტურული ნიმუშები.

სვანეთი არც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ტოვებს თავგადასავლების გარეშე. ცნობილი სათხილამურო კურორტები, თეთნულდი და ჰაწვალი გაუკვალავ თოვლში, სრიალის გასაოცარ შესაძლებლობებს იძლევა. ლაშქრობის მოყვარულებს, კი შესაძლებლობა აქვთ ქორულდის ტბები და შდუგრას ჩანჩქერი მოინახულონ. შესაბამისად, სვანეთი მდიდარი მხარეა, როგორც კულტურული მემკვიდრეობით, ასევე ბუნების ძეგლებით.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

მდებარეობიდან გამომდინარე მესტიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რათა სვანეთში ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მზარდი იყოს.

სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილში, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული 435 ათას ლარიანი კონკურსი დასრულდა. 18 პრეტენდენტს შორის, გამარჯვებული კომპანია „Green Studio“ აღმოჩნდა.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

ახალი აეროპორტის პროექტზე, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად.

“მოგეხსენებათ ყველას, რომ სვანეთი, მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რომ განვავითაროთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც სათანადოდ დაამუშავა ეს პროექტი და სწორედ სამინისტროს ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი ახალი ტერმინალის მშენებლობა მესტიის აეროპორტში“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.

კონცეპტ დიზაინის მიხედვით, ახალი ტერმინალის ჭერში მოეწყობა ე.წ. სქაილაითები, რომელიც დარბაზის ინტერიერის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ კონკურსანტებს პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. ამასთანავე, გამოცდილების ნაწილში მთავარი მოთხოვნა იყო პრეტენდენტს მომზადებული ჰქონოდა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ტერმინალი საათში 100 მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი.

“უახლოეს მომავალში Green Studio წარმოგვიდგენს ტერმინალის არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო დოკუმენტაციას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

აქამდე კი მესტიას ძველი აეროპორტი – მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ემსახურება. ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტს აქვს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის ზომებია 850 მ X 30 მ. ხელოვნური საფარის ტიპს კი ცემენტ-ბეტონი შეადგენს.

მშენებლობის პროექტზე რამდენიმე ქართული კომპანია მუშაობდა და დასაქმებული იყო 300-მდე ადამიანი. მისი მთავარი არქიტექტორი იურგენ მეიერ-ჰერმანი გახლავთ. აეროპორტის მშენებლობა დაახლოებით 8 მილიონი დაჯდა. საბოლოო სახე მან 2010 წლის დეკემბერში მიიღო და მგზავრთა მიღებაც ამ დროიდან დაიწყო.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

საგულისხმოა, რომ მესტიის აეროპორტი, მისი ორიგინალური და შთამბეჭდავი არქიტექტურის გამო, მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტთა სიაშია და მას “ქართული სასწაული” უწოდეს.

მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ეს ნაგებობა სწორედ ის არის, რაც ამ მთიან რეგიონში ჩასულ სტუმარზე პირველ გავლენას ახდენს.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

ზამთრის პერიოდში აეროპორტი 1-მოტორიან თვითმფრინავებსა და მცირე, 18 ადამიანის ტევადობის სამგზავრო თვითმფრინავებს იღებს. ზაფხულის პერიოდში კი აეროპორტს შეუძლია 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

2023 წლის მონაცემებით, თამარ მეფის სახელობის აეროპორტით, დაახლოებით 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა ისარგებლა.