დედაქალაქის 6 უბანი ახალი მშენებლობების წინააღმდეგ-მერიასთან აქცია გაიმართა

პროტესტი მშვიდობიანი იყო, თუმცა მათი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მშენებლობები საბოლოოდ არ შეჩერდება.

დედაქალაქის 6 უბანი ახალი მშენებლობების წინააღმდეგ-მერიასთან აქცია გაიმართა
დედაქალაქის 6 უბანი ახალი მშენებლობების წინააღმდეგ-მერიასთან აქცია გაიმართა
დედაქალაქის 6 უბანი ახალი მშენებლობების წინააღმდეგ-მერიასთან აქცია გაიმართა

აქციის ორგანიზარორი სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” იყო. დღის სეჯამება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“გავმართეთ მშვიდობიანი აქცია თბილისის მერიასთან 6 სხვადასხვა უბნის წარმომადგენლებთან ერთად. თითოეული უბნიდან მოსახლეობა ითხოვს უკანონო მშენებლობების შეჩერებას:
1. საბურთალო – ზალდასტანიშვილების ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს თავისი სახლის წინ არსებულ მშენებლობას.
2. დიღმის მასივი – ევგენი მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლები აპროტესტებენ თავიანთი ქუჩის წინ არსებულ მშენებლობას.
3. მთაწმინდა – 8 მარტის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს ისტორიული ტვერელის ეკლესიის ჩაბეტონებას.
4. მუხიანი – გობრონიძის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს საფეხბურთო სტადიონზე არსებულ მშენებლობას.
5. ფონიჭალა – მოსახლეობა აპროტესტებს ფეროს ქარხნის მშენებლობას და ასევე უკვე არსებულ ქარხნებს, რომლებიც წამლავს გარემოს.
6. საბურთალო – მარიჯანის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს სახლის წინ არსებულ მშენებლობას.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი აქციის მსვლელობის პარალელურად, თბილისის მერიაში იმართებოდა მთავრობის სხდომა, შესაბამისად შენობაში იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახი კალაძე და მისი მოადგილე ირაკლი ხმალაძე. ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ ყოველი უბნის თითო წარმომადგენლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი შეხვედროდა მერიის წარმომადგენლებს და გაგვეცნო მათთვის ის იურიდიული დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ამ მშენებლობებზე, მაგრამ მერიის აპარატმა პასუხიც კი არ გაგვცა ჩვენს მოთხოვნაზე.
აქციები აუცილებლად გაგრძელდება და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სამართლებრივად გვეკუთვნის. სუფთა ჰაერი თითოეული ჩვენგანის კონსტიტუციური უფლებაა. ერთად აუცილებლად შევცვლით ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას უკეთესობისკენ.” აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.