ბინები კოოპერატივით დაზარალებულთათვის-თბილისის მერიამ 104 ოჯახს ბინა გადასცა
ბინები ოჯახებს დედაქალაქის მერმა გადასცა.
“ეს საკითხი, 30 წლის განმავლობაში წარმოადგენდა უდიდეს პრობლემას. ეს იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მე მახსოვს 2017 წელს როდესაც ვატარებდით საარჩევნო კამპანიას, მე ამ ადამიანებს დაახლოებით 3500 ოჯახზეა საუბარი, დავპირდი რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდი. ძალიან ბევრ ადამიანს მოუწია სწორედ ამის გამო ემიგრაციაში წასვლა. მაშინ როცა ჩვენ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით არავის ჯეროდა ვინაიდან, მთავრობები იცვლებოდა და პრობლემა არ გვარდებოდა. მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი თქვენთან ერთად, რომ ეს საკითხი მოვაგვარეთ. ჩვენ შევძელით ერთიანი ძალისხმევითა და მუშაობით ეს პრობლემა მოვაგვარეთ. ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ გვყავდა 3500-მდე დაზარალებული ოჯახი, დღეისათვის 2000-მდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა. დღეს 15 ობიექტზე მიმდინარეობს მშენებლობა. ხოლო მშენებლობა დასრულებულია 4 ობიექტზე, ფართები უკვე გადაეცა 144 ოჯახს. სანებართვო ეტაპზეა 5 ობიექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 650-მდე ოჯახი. ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია 3 პროექტი, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები და კიდევ 350-მდე ოჯახის პრობლემა გადაიჭრება. ” – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მის მოადგილესთან ერთად, სახლის გასაღები 104 ოჯახს გადასცა.