რთულად გამოსასვლელი დიდი დიღომი-რა გეგმები აქვს მერიას

დიდი დიღომიდან გამოსვლა რთულია განაცხადა დედაქალაქის მერმა და გამოსავლის გზებზე ისაუბრა. თბილისელებს ახალი გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც დიდ დიღომში დამატებითი ავტობუსის ზოლების შექმნა იგეგმება.

რთულად გამოსასვლელი დიდი დიღომი-რა გეგმები აქვს მერიას

„დიდი დიღმიდან გამოსვლა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისე არის გადატვირთულ აღმაშენებლის ხეივანი, პრობლემა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი საცობში, აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანზე საავტობუსე ზოლები მოეწყოს. გელოვანზეც არის ამის საჭიროება. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, დიდი დიღომი, შესაძლოა, ქალაქის ცენტრს ტრამვაით დაუკავშირდეს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ერთ წელიწადში დიდ დიღომში მოსახლეობის 54%-ით მატებაა მოსალოდნელი, რაც გზებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით პრობლემას შექმნის.