ესაა რემონტი და არა რეაბილიტაცია-ქუთაისელები იმერეთის მეფეთა სასახლეზე დაწყებულ რეაბილიტაციას აპროტესტებენ
იმერეთის მეფეთა სასახლე იგივე "ოქროს ჩარდახი", რომელიც რიონის პირად დგას, მე-17 საუკუნით თარიღდება. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. სასახლე დიდი ხანია საჭიროებს რეაბილიტაცას, მაგრამ 2023 წელს დაწყებულმა სამუშაოებმა საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა, რის გამოც სამუშაოების შესაჩერებლად შესაბამისი პეტიციის მომზდება გახდა საჭირო.
“ოქროს ჩარდახის” გადასარჩენად, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შეგროვებულმა პეტიციამ სამუშაოები შეაჩერა, რადგან საინიციატივო ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციიც სასახლეს არა რეაბილიტაციას არამედ, როგორც თავად ამბობენ რემონტს უტარებდნენ, რომელიც სრულიად შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან. სამუშაოები საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე გარკვეული დროით შეჩერდა.
როგორც ჩანს ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისევ განაახლა. ფოტოგრაფი და აქტივისტი არჩილ გეგენავა საკუთარ გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს სადაც, განახლებული სამუშაოები ჩანს. როგორც ირკვევა ადგილობრივ ხელისუფლებას საზოგადოებისთვის სარეაბილიტაციო გეგმის წარდგენა და მტკიცება, რომ ყველაფერი კარგადაა კვლავ მოუწევს.
ქუთაისში, თეთრ ხიდსა და რუსთაველის ხიდს შორის, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, მე-17 საუკუნით დათარიღებული იმერეთის მეფეთა სასახლე დგას, რომელსაც „ოქროს ჩარდახის“ სახელით იცნობენ.
გასულ წელს ქუთაისის მერიამ იმერეთის მეფეთა სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი ისე დაიწყო, მოქალაქეებმა პოსტფაქტუმ გაიგეს, თუ რის გაკეთებას აპირებდა მერია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე.
„ოქროს ჩარდახზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, ხოლო მერიას ორი ტენდერის ჩატარება დასჭირდა, რადგან პირველ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კონსტრუქციულ პროექტში არსებული „გაურკვეველი საკითხები“ აღმოაჩინა და ქუთაისის მერიას მიმართა დამაზუსტებელი კითხვებით.
კითხვებზე პასუხის ნაცვლად ქუთაისის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა.
რა თქმა უნდა, ყველა კერძო პირს აქვს უფლება თავის კერძო საკუთრებაში რემონტი გააკეთოს, მაგრამ არა მსგავს ისტორიულ ძეგლზე“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საინიციატივო ჯგუფ „ოქროს ჩარდახის“ წევრი ფოკი ფაჩულია.
ფოკი ფაჩულიამ და მისმა თანამოაზრეებმა საინიციატივო ჯგუფი იმერეთის მეფეთა სასახლის გადასარჩენად მას შემდეგ დააარსეს, რაც გაიგეს, თუ რის გაკეთებას აპირებდა მეჩვიდმეტე საუკუნის ძეგლზე ადგილობრივი ხელისუფლება.