მემილიონე მგზავრი ქუთაისის აეროპორტში-უცხოელ სტუმარს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე მგზავრს ერთი წლის ჭრილში პირველად უმასპინძლა და გერმანელ სტუმარს, რომელიც ფრაკფურტიდან მოფრინავდა საზეიმოდ დახვდნენ.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან ერთად დახვდა.
„ღონისძიების მთავარი ნაწილი ბარგის გაცემის სივრცეში გაიმართა, სადაც მემილიონე მგზავრი გამოვლინდა: საბარგო ლენტზე სპეციალურად, მემილიონე მგზავრისთვის – გერმანელი პიტერ გოეთზინგერისთვის დაბრენდილი ჩემოდანი გამოჩნდა, რომელშიც აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა საჩუქარი იდო. მათ შორის, სამოგზაურო ვაუჩერი ღია თარიღით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობისთვის, ასევე, სხვადასხვა ქართული წარმოების პროდუქტი და ავიაკომპანია Wizz Air-ის ვაუჩერი, ასევე, ნებისმიერი მიმართულებით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.