ქართული არქიტექტურა, რომელიც წარსულისა და მომავლის ძეგლია - ეს კონტრასტების ქვეყანაა: ისტორიული და თანამედროვე შენობების მშვენიერი კომბინაცია. ძველი ხვდება ახალს და ქმნის საინტერესო ნაზავს.

როდესაც საქმე საქართველოს და კონკრეტულად თბილისს ეხება, ერთი რამ ცხადია, ქალაქი წარსულისა და მომავლის გზაჯვარედინზეა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია არქიტექტურულ გადაწყვეტილებებში: აქ ისტორიული შენობები თანამედროვე არქიტექტურის გვერდიგვერდ დგას, გარდაქმნის უბნებს და ქმნის დინამიურ სილამაზეს.

ქართული არქიტექტურის გასაგებად, უბრალოდ, ისტორიის ბურუსს მიღმა უნდა გაიხედო. ეს შენობები სოციალური ცვლილებების ათწლეულების ანარეკლია.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა
საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა

თუმცა, დღეს მოგიყვებით საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობ შენობაზე, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა და საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა

„ინოვაციური საოფისე შენობა“ – ასეთია ჯილდო, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარე, ყავის ქართულმა კომპანია „მეამამ“ უძრავი ქონების ოსკარების FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023-ში მოიპოვა. 8 ივნისს FIABCI-ის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში გამართულ უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე „მეამა“ ცნობილმა ქართველმა არქიტექტორმა, გიორგი ხმალაძემ წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების მსოფლიო დაჯილდოებაზე წელს წარმოდგენილები იყვნენ ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 2022 წლის 28 ოქტომბერს „Property Georgia – ფროფერთი ჯორჯია“-ს თანაორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოებაზე შეარჩია.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა
საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის შენობის განთავსება ისე მოგვეხერხებინა ქალაქის მნიშვნელოვანი მაგისტრალის გასწვრივ, რომ ვიზუალურადაც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის მისაღები ყოფილიყო და მეორეს მხრივ, ეპასუხა იმ მოთხოვნებისთვის, რაც იყო დასახული. მოთხოვნა, რომელიც მოიცავდა ყავის საწარმოს შექმნას მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საოფისე ინფრასტრუქტურასა და საერთო სარგებლობის სივრცეებს სტუმრების მისაღებად და ყავის დასაგემოვნებლად.

შენობა, ესე ცალკე აღებული არ არსებობს, ის გარკვეულწილად ყოველთვის რაღაც კონტექსტში მოიაზრება და როდესაც განსაკუთრებით ქალაქში ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა გავლენას ახდენს ეს შენობა მის ირგვლივ გარემოზე.

ჩვენ, რომ მოვედით აქ დაგვხვდა მდელო და ფიჭვნარის მწვანე მასივი. თავიდანვე გაგვიჩნდა სურვილი, რომ ეს გარემო მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა, შესაბამისად ეს შენობა გარემოსთან კარგად არის ინტეგრირებული.

ამ კონკრეტულ პროექტში გამწვანებას ორი დანიშნულება აქვს: ერთი – ფუნქციური, რაც გამოიხატება იმაში, რომ შენობა 3 500 კვ.მ მწვანე საფარით არის გადახურული, რაც საკმაოდ კარგ თბოიზოლაციას ახდენს. მეორე – ვიზუალური დანიშნულებაა. მწვანე გადახურვა აღიქმება, როგორც ცენტრალური ქუჩიდან ასევე, ზემო ხედიდანაც. ვინაიდან ჩვენი შენობა მდებარეობს აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარედ, ხედი ზემოდან უმნიშვნელოვანესია. ასევე, მწვანე ატრიუმები, რომლებსაც შენობის შუაგულში შემოაქვს გარკვეული სიცოცხლე, რაც სასიამოვნო სანახაობაა“. – ასე აღწერს არქიტექტორი, გიორგი ხმალაძე საკუთარ პროექტს.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა

„მეამა“ კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ყავის მიღების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და ბაზარზე ინოვაციური მიდგომები შემოაქვს. ყავის მწარმოებელი კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში ამოქმედდა და უნიკალური შენობა ქართულმა კომპანიამ „უნიქს დეველოპმენტმა“ ააშენა. თბილისის საწარმოში, გივი ამილახვარის 2 ნომერში, ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის კაფსულები მზადდება. ამერიკულ ფორმატში წარმოდგენილია „მეამას“ ჩაის კაფსულებიც. ყველა საწარმოო პროცესი, მწვანე მარცვლიდან ყავის კაფსულამდე, ზუსტად ამ ქარხანაში მიმდინარეობს. ტექნოლოგების მიერ შექმნილი რეცეპტები შეყვანილია საწარმოს მართვის ერთიან სისტემაში და ყოველ ჯერზე, ყავის მოხალვა, დაფქვა და დახარისხება კონკრეტული რეცეპტისა და სტანდარტების მიხედვით, ინდივიდუალურად ხორციელდება.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა
საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა

„მეამას“ საწარმო განთავსებულია 30 ათას კვადრატულ მეტრზე და აერთიანებს, როგორც საწარმოო, ასევე სამუშაო სივრცეებს. ეს სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის და აქ მოსული სტუმრებისთვის მართლაც, რომ შთაგონების წყაროა.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა

სხვადასხვა არქიტექტურული „ხრიკებით“ შენობის ის მოცულობა, რაც რეალურად შიგნიდან არის, გარედან საერთოდ არ აღიქმება. ეს ჩანს უკვე შენობაში შესვლის შემდეგ. მზის მოძრაობასთან მიმართებაში კი სიბრტყეების თამაში ხელს უწყობს შუქ-ჩრდილების ცვალებადობას, რაც მის ფასადს, დღის განმავლობაში სხვადასხვა იერსახეს აძლევს. ქუჩის მხრიდან არანაირი ღიობი ფასადზე არ არის. ის მოგაგონებთ მონოლითურ ობიექტს, რომელიც უბრალოდ მდელოზეა განთავსებული. შენობა ბუნებრივ განათებას უკანა მხრიდან, მწვანე სივრცის ტერიტორიიდან და ზემოდან განლაგებული, ატრიუმებიდან იღებს. შიგნიდან კი შენობა წარმოადგენს ერთიან, ღია სივრცეს, რომელიც ვიტრაჟების მეშვეობით ფუნქციების მიხედვით არის დაყოფილი.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა
საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა
საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა

აქ არის განთავსებული ყავის საწარმო, საოფისე და საკონფერენციო სივრცეები, სხვადასხვა შეხვედრებისა და მოსასვენებელი ოთახები. შენობის შუაგულში კი ცენტრალურ მისაღებს შეხვდებით, რომელიც განკუთვნილია სტუმრების მისაღებად. ზუსტად ამ სივრცეში იმართება ყავის დეგუსტაცია. აქ არის ყავის საექსპონატო სივრცე, საიდანაც ადამიანს საშუალება აქვს ყავის წარმოების პროცესს დააკვირდეს.

„მეამა“-ს შენობაში დეკორაციებისთვის ნაკლები ყურადღება დაუთმიათ. მისი შუაგული უფრო მარტივი და სადაა. არქიტექტურული იერსახის შესაქმნელად აქ კონსტრუქციული ელემენტებისთვის მიუნიჭებიათ უპირატესობა.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა
საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა
საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა

აღსანიშნავია, რომ არქიტექტორ გიორგი ხმალაძის მიერ დაპროექტებულ შენობას უკვე არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს აღებული. გარდა წლევანდელი გამარჯვებისა, 2022 წელს „მეამას“ სათავო ოფისი უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022, ნომინაციაში „საუკეთესო საოფისე სივრცე“ – ოქროს გამარჯვებულად დასახელდა, ასევე ვერცხლის პრიზი აიღო ნომინაციაში – „მდგრადი განვითარება“.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა
საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა
საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა

3 წლის წინ კი არქიტექტურის კუთხით მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში – Architizer Awards 2020-ში „მეამას“ შენობა 2020 წლის სამი ნომინაციის გამარჯვებული გახდა, ესენი იყო: საუკეთესო დაბალსართულიანი საოფისე სივრცე, ოფისის ინტერიერი, არქიტექტურა და ბეტონი. ასევე, 2019 წელს მეამას შენობა არქიტექტრურული კონკურსის – Archdaily & Strelka Awards-ის გამარჯვებულიც გახდა საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში. ამ დღიდან უკვე „მეამას“ შენობა, როგორც მსოფლიო დონის კონკურსში გამარჯვებული პროექტი, Architizer A + Awards-ის ვებ-გვერდზე განთავსდა. ასევე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურის შესახებ შექმნილ ყოველდღიურ გამოცემებში.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა შენობამ, მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა