MEAMA უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში „ინოვაციური საოფისე შენობა“
„ინოვაციური საოფისე შენობა“-ასეთია ჯილდო რომელიც ქართული კომპანიის შენობამ აიღო.
8 ივნისს FIABCI-ის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში გამართულ უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე „მეამა“ ცნობილმა ქართველმა არქიტექტორმა, გიორგი ხმალაძემ წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების მსოფლიო დაჯილდოებაზე წელს წარმოდგენილები იყვნენ ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 2022 წლის 28 ოქტომბერს „Property Georgia – ფროფერთი ჯორჯია“-ს თანაორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოებაზე შეარჩია.