მძიმე ვითარება დასავლეთში-მეწყერის ჩამოწოლის მიზეზით რკინიგზის რეისები იცვლება, უწყება განცხადებას აკეთებს
"დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი მატარებლები ვეღარ აგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან", – წერს საქართველოს რკინიგზა.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.
„ძვირფასო მგზავრებო, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.
კერძოდ, საქართველოს რკინიგზის ცნობით, უქმდება თბილისი-ბათუმის (802), თბილისი-ზუგდიდის (870), თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისის (12/18), ბათუმი-თბილისის (803), ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისის (11/17), ფოთი-თბილისის (873), ხაშური-ზესტაფონის (6446), ზესტაფონი-ხაშურის რეისები (6417).
აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“, – ნათქვამია რკინიგზის ინფორმაციაში.