რა ეტაპზეა და როდის დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა – რა წერია საერთაშორისო აუდიტის დასკვნაში

" ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ცვლილება, რომელიც ნამდვილად ძალიან მასშტაბურია, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პროცესის ცვლილებაც, ქვეყნისთვის მართლაც უნიკალური სატელევიზიო სტუდიები, რომელიც საქართველომ სხვადასხვა წარმოებისთვის, მათ შორის კინოწარმოებისთვის, ძალიან კარგად უნდა გამოიყენოს." - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.

რა ეტაპზეა და როდის დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა – რა წერია საერთაშორისო აუდიტის დასკვნაში

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა კი 27 აგვისტოს დასრულდება. მაუწყებლის ახალი შენობა საზოგადოების ყურადღების ქვეშაა ვინაიდან, პროექტი სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება. 27 აგვისტოს საბოლოოდ სრულად უნდა დასრულდეს შენობა და ჩაბარდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამის შემდეგ დაიწყება გადასვლის პროცესი, რისთვისაც ყველანი ვემზადებით. ახალ შენობაში გადასვლა კიდევ ცალკე პროცესია და თითოეული ჩვენი ნაბიჯი საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ცვლილება, რომელიც ნამდვილად ძალიან მასშტაბურია, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პროცესის ცვლილებაც, ქვეყნისთვის მართლაც უნიკალური სატელევიზიო სტუდიები, რომელიც საქართველომ სხვადასხვა წარმოებისთვის, მათ შორის კინოწარმოებისთვის, ძალიან კარგად უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დადებითი დასკვნა მოამზადა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამჭვირვალობა და ფინანსური ანგარიშვალდებულება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მით უფრო ახლა, როდესაც 2023 წელს საკმაოდ მსხვილი შესყიდვები გვქონდა, რადგან ახალი კომპეტენცია შევიძინეთ და ახალი შენობის მშენებლობის პროცედურებს გავყევით. მაუწყებლის გუნდს ვულოცავ საერთაშორისო აუდიტის დადებით დასკვნას. შემოწმდა როგორც ფინანსური, ისე სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის აუდიტი. საგადასახადო კუთხით ანგარიშის აუდიტიც მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს გვქონდა 33 175 საბუღალტრო-საფინანსო გატარება-აღრიცხვა და რაიმე ტიპის გადაცდენას ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს მაუწყებლის დირექტორი.