მასობრივმა განაშენიანებამ ქობულეთის სანაპიროებსაც შეუტია
უძრავი ქონების ღირებულება, თუ მისი ზრდა ცენტრალური, პრემიუმ ადგილმდებარეობითა და კონცეფციით განისაზღვრება
უძრავი ქონების ღირებულება, თუ მისი ზრდა ცენტრალური, პრემიუმ ადგილმდებარეობითა და კონცეფციით განისაზღვრება, ბათუმის მთავარი, პირველი სანაპირო ზოლი კი უკვე ფაქტობრივად, სრულად არის ათვისებული, ამიტომ მასობრივმა განაშენიანებამ, ქობულეთის სანაპიროებსაც შეუტია. მისი ფართობი - 711,8 კვ.კმ-ია. ამ პატარა ფართობის ზღვისპირა ზოლი გარდა დასრულებულისა, უკვე 10-მა მიმდინარე სამშნებლო კომპლექსმა მოიცვა.
ბათუმიდან 32 კმ-ის მოშორებით, ქალაქი და კურორტი ქობულეთი მდებარეობს, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში იქცა ელიტურ კურორტად. 1923 წელს ქობულეთმა კურორტის, ხოლო 1944 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო.
ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ეს ადგილი საბჭოთა კავშირში, საკავშირო მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. 1990-იანი წლებიდან განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა, რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ენდოკრინული და ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად – საუკეთესო არჩევანი, ზღვისპირა კურორტებია. განსაკუთრებით კი ქობულეთი, იდეალური ადგილია კარდიოვასკულარული პაციენტების რეაბილიტაციისთვის.
ბათუმიდან 32 კმ-ის მოშორებით, ქალაქი და კურორტი ქობულეთი მდებარეობს, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში იქცა ელიტურ კურორტად. 1923 წელს ქობულეთმა კურორტის, ხოლო 1944 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო.
ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ეს ადგილი საბჭოთა კავშირში, საკავშირო მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. 1990-იანი წლებიდან განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა, რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ენდოკრინული და ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად – საუკეთესო არჩევანი, ზღვისპირა კურორტებია. განსაკუთრებით კი ქობულეთი, იდეალური ადგილია კარდიოვასკულარული პაციენტების რეაბილიტაციისთვის.
ზაფხულობით ქობულეთს ყოველწლიურად 100 000-მდე ტურისტი სტუმრობს. დეველოპერებმაც ალბათ, ამის გათვალისწინებით აიღეს ზღვისპირა კურორტისაკენ გეზი.
დამსვენებელთა უმრავლესობისათვის, რომელთაც ქაოსსა და დაძაბულობისაგან თავის დაღწევა და ამავე დროს ზღვის სანაპიროზე დასვენება სურთ, ქობულეთი საუკეთესო საშუალებაა, თუმცა რამდენად შეინარჩუნებს ის სიწყნარესა და სიმშვიდეს მასობრივი განაშენიანების ფონზე? – ეს კიდევ სხვა საკითხია.
Petra Sea Resort – კომპლექსი აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს, რომლის მთლიანი ტერიტორია 20 ჰექტარს მოიცავს და მისი საინვესტიციო ღირებულება 236 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. A, B, C ტრიპლეტ თაუერები მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში. სამი მაღალსართულიანო საცხოვრებელი კორპუსი ერთმანეთთან დაკავშირებულია უზარმაზარი რეკრეაციული ზონების მეშვეობით. შენობები 29 სართულისგან შედგება და თითოეული მათგანი ასეულობით აპარტამენტს მოიცავს, რომელთა ფართობი 27,55–57,35 მ2-ია.
პროექტში გათვალისწინებულია ღია აუზები, კაფე-ბარები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, სამუშაო სივრცე, სავარჯიშო დარბაზი, საუნები, ღია და დახურული პარკინგი. შენობების ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ და გამორჩეულ ელემენტს კი მისი გამწვანებული ფასადი წარმოადგენს.
ახალ პროექტში კვადრატული მეტრის ფასი $1 250-დან იწყება.
Fullhouse Kobuleti – საცხოვრებელი კომპლექსი მეგობრობის 12-ში, შავი ზღვის ქვიშიანი პლაჟებიდან 50 მეტრში მდებარეობს. 12-სართულიანი შენობის კედლები აგებულია აგურით, ხოლო შენობის მაღალი ენერგოეფექტურობა მიიღწევა გამძლე თბოსაიზოლაციო მასალის გამოყენებით, რომელიც დაცულია არასასურველი ამინდის პირობებისგან დეკორატიული თაბაშით.
საცხოვრებელი კომპლექსი 99 ბინას მოიცავს, რომელიც მობინადრეებს მწვანე კარკასის კონდენციით ბარდებათ. მათი ფართობი კი 30,5-დან 111,1-მდე კვადრატულ მეტრამდეა. კომპლექსში წარმოდგენილი ბინების კვადრატულის ფასი $1 300-დან იწყება.
Alliance Renaissance – რეგიონის პირველი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტია, დავით აღმაშენებლის N291-ში, რომელიც ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 000 000$-ია.
კომპლექსი საერთო პოდიუმით აკავშირებს A, B, და C თაუერებს, ისევე როგორც დამოუკიდებელ, 14-სართულიან, საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და 25 სახეობის თერაპიული პროცედურების სივრცეს, რითაც აერთიანებს 3 ძირითად ფუნქციურ მიმართულებას, როგორიცაა: სპორტული, გამაჯანსაღებელი და საინვესტიციო.
კომპლექსი, გლობალური მნიშვნელობის ველნეს კონცეფციითა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით, საქართველოს ველნეს ტურიზმის მიმართულების პოტენციალის რეალიზებასა და ქვეყნის ბუნებრივი ლანდშაფტის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს.
კომპლექსი მოიცავს სამ მაღალ თაუერს, რომელთა სიმაღლეც 28-დან 44 სართულამდეა, ბინების ფართობი მერყეობს 29-დან 106 კვადრატულ მეტრამდე. კვადრატულის ფასი კი $1 550-დან იწყება.
Petra Villas – ეს არის ახალი კომპლექსი, რომელიც ციხისძირში შენდება. 10 შენობისაგან შემდგარი ვილების კომპლექსი პეტრას ციხითაა გარშემორტყმული, რომელთა სართულიანობაც სამია. ტერიტორიაზე განთავსდება 6 თანამედროვე ვილა და 4 მდიდრული ციხე უზარმაზარი ტერასებით აღჭურვილი საზაფხულო სამზარეულოთი და ჯაკუზით. სახლების ფართი 272–330 კვადრატული მეტრია, ჭერის სიმაღლე კი 3 მეტრი. ფართი დასრულებული რემონთით ბარდება მომხმარებელს.
ვილების კომპლექსში კვადრატულის ფასი $1 800-დან იწყება.
და ბოლოს, Magnetic Beach Resort & Spa 5-ვარსკვლავიანი დავით აღმაშენებლის N379-ში მიმდინარე საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 5 შენობას მოიცავს. მათი სართულაინობა 9-დან 11-მდეა. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ზომის ბინების 49 ვარიანტის დაგეგმარებას. მყიდველებს საშუალება აქვთ აირჩიონ კომპაქტური სტუდიები, ასევე ერთ და ორ ოთახიანი საცხოვრებელი 32-დან 62 კვადრატულ მეტრამდე, რომელთა ჭერის სიმაღლეც 2,95-დან 3,25 მეტრამდეა.
პროექტის სიახლოვეს არის კეთილმოწყობილი პლაჟები. ბინის მფლობელები და კომპლექსის სტუმრები შეძლებენ დაისვენონ კერძო პლაჟზე შავი მაგნიტური ქვიშით. სახლებთან მოეწყობა სამანქანო გასასვლელები და საცალფეხო ბილიკები, იგეგმება ტერიტორიის გამწვანებაც.
საცხოვრებელ კომპლექსში ბინის ფასები $4 074-დან იწყება.