საქართველოში Marriott Executive Apartmens შემოდის, რომელიც შეთანხმებას VR Holding-თან აფორმებს
ლობალური ბრენდი მსოფლიოს 17 ქვეყანაში ოპერირებს და 5-ვარსკვლავიანი ტიპის აპარტამენტებს მართავს. Marriott Executive Apartments-ი ვაკეში, VR Holding-ის $220 მლნ-იანი პროექტის VR VAKE SKYVIEW-ის ნაწილი იქნება.
VR HOLDING ახალი პროექტი ვაკეში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, აშენდება. ჭავჭავაძის 49-ში განთავსებული მულტიფუნქციური კომპლექსი სპორტის ახალ უნივერსიტეტთან ერთად, ინოვაციურ საცხოვრებელ და კომერციულ კომპლექსს გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეების და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები შეძლებენ. აღსანიშნია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა.
სწორედ ამ პროექტში განთავსდება Marriott Executive Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები, რომლებიც გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი და მათ მფლობელებს კომპლექსის ყველა უპირატესობით სარგებლობა შეეძლებათ.