დედაქალაქში MAN-ის ახალი ავტობუსები ახალ მარშიტზე იმოძრავებენ
თბილისში ახალი ავტობუსები ახალ მარშუტებზე ნელ-ნელა ემატება. ამიერიდან MAN-ის მარკის ავტობუსები N314 მარშრუტზე იმოძრავებენ.
აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა.
აღსანიშნავია, რომ კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტობუსები 162 მგზავრს იტევს.მათგან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
შეგახსენებთ, რომ ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ასევე, განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობა.