გზის არ დათმობის მიზეზით დიღომში მამაკაცი დაიჭირეს
ცოტა ხნის წინ მომხდარი შემთხვევა, რომელიც პირის ცივი იარაღით დაჭრას გულისხმობს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებით მიმდინარეობს.
თბილისში, “გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო დაიწყო.
დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო. ეჭვმიტანილი დაკავებულია, ხოლო დაზარალებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.