მახათას მთაზე “ჯარის ქალაქი” აშენდა-სამხედრო მოსამსახურეებს ბინები პრემიერ-მინისტრმა გადასცათ

სამხედრო მოსამსახურეებს „ჯარის ქალაქში“ საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. მასშტაბური პროექტი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო.

მახათას მთაზე “ჯარის ქალაქი” აშენდა-სამხედრო მოსამსახურეებს ბინები პრემიერ-მინისტრმა გადასცათ
მახათას მთაზე “ჯარის ქალაქი” აშენდა-სამხედრო მოსამსახურეებს ბინები პრემიერ-მინისტრმა გადასცათ
მახათას მთაზე “ჯარის ქალაქი” აშენდა-სამხედრო მოსამსახურეებს ბინები პრემიერ-მინისტრმა გადასცათ
მახათას მთაზე “ჯარის ქალაქი” აშენდა-სამხედრო მოსამსახურეებს ბინები პრემიერ-მინისტრმა გადასცათ
მახათას მთაზე “ჯარის ქალაქი” აშენდა-სამხედრო მოსამსახურეებს ბინები პრემიერ-მინისტრმა გადასცათ

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებისთვის 39 7-სართულიანი კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და მეტი წევრი) საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, შეღავათიანი პირობებით შეძლეს. უფრო კონკრეტულად საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა.

შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ შიდა განვადებით ესარგებლათ.

ბინების გადაცემის ცერემონიალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.