დეველოპერების ფანტაზია, შეარჩიონ ადგილი მშენებლობისათვის, საზღვრებს სცდება. ადგილები, სადაც ისინი მშენებლობას იწყებენ ქალაქის საუკეთესო ხედების შერჩევითა და გარემოთი ფაქტია, რომ მომხმარებლისათვის საინტერესოა, რადგან ქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბნები ნაკლებად პრიორიტეტული გახდა და ბინის შეძენის დროს, ადამიანების დიდი ნაწილი უპირატესობას ისეთ უბნებს ანიჭებენ, სადაც ნაკლები ხმაური, მოძრაობა და გამონაბოლქვია.

m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“

სწორედ ასეთი ადგილია თბილისში, მთაწმინდის პარკი, სადაც დღეს მიმდინარე მშენებლობის შესახებ მოგიყვებით.

მთაწმინდა, მთაწმინდის პლატო – მთა საქართველოში, ქალაქ თბილისში, რომელიც მთაწმინდის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენაპირეთში მდებარეობს. მისი სიმაღლე 719.8 მ-ია; აგებულია ზედაეოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით; იგი უშუალოდ ეკვრის თბილისს და არსებითად შეადგენს ქალაქის განუყოფელ ნაწილს; მთაწმინდის ზედა ნაწილი კი საკმაოდ ვრცელ პლატოს წარმოადგენს.

„მთაწმინდამ“ სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის – ათონის მთის მიხედვით. გადმოცემით მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას – დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმინდა დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია, რომელიც 1809 წელს არის აგებული. ეკლესიებთან მისასვლელი გზა კი 1817 წელს გაიყვანეს.

m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“

XIX საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი ტყე ხელოვნურია. პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი (ადრე იყო იოსებ სტალინის სახელობის), რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი; მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზეა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი; მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.

m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“
m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“
m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“
m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“

იქიდან გამომდინარე, რომ მთაწმინდის ტერიტორია დეველოპერებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სწორედ აქ, ინოვაციების ქუჩის N20-30-ში, ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანია „M2”, ახალ საცხოვრებელ პროექტს „M2 Mtatsminda Park“-ს ახორციელებს.

m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“

20 000 კვ.მ-ზე გადაშლილი საცხოვრებელი კომპლექსი, მთლიანად გამწვანებულ გარემოშია განთავსებული. „M2 მთაწმინდის პარკი“ ექვსი 5-სართულიანი შენობისაგან შედგება და განთავსდება ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდი ადგილის – მთაწმინდის პარკის გვერდით, ოქროყანაში. ეს პროექტი შექმნილია სიმშვიდის, ბუნებისა და კეთილდღეობის გათვალისწინებით, თითოეული შენობა ეზოებითა და ტერასებით, იზიდავს მათ ვინც მწვანე, მშვიდ და ჯანმრთელობაზე გააზრებული ცხოვრების წესს ეძებს.

m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“

სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი კომპლექსის ყველა სახლიდან გამწვანებული პანორამული ხედი იშლება. ასევე ტერიტორიაზე, თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად თანამედროვე დიზაინითა და ორიგინალური მასალებით მოპირკეთებული ეზო და გამწვანებული სარეკრეაციო ზონა მოეწყობა. კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის კი განთავსდება სავარჯიშო დარბაზი, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ სისტემატიურად მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“
m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“

„m² მთაწმინდის პარკთან“ თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის სავალზე განთავსდება. თბილისის სხვა ცენტრალურ უბნებთან შედარებით, ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქალაქის ცენტრალურ რაიონებში მუშაობს. მთაწმინდის პარკთან სიახლოვე კი დამატებით ღირებულებას სძენს პროექტს. ამასთან, როგორც პროექტის ავტორები გვპირდებიან ფუნიკულიორის საბაგიროსთან მარტივად წვდომისთვის, მაცხოვრებლებს ელექტრომობილი მოემსახურებათ.

m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“
m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“
m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“

კომპლექსი აღჭურვილი იქნება სახანძრო და მტკნარი წყლის რეზერვუარებით და დენის გენერატორით, რათა შეინარჩუნოს ისეთი კრიტიკული სისტემების მუშაობა, როგორიცაა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება, სახანძრო ტუმბოები, ლიფტები, პარკინგის განათება, შესასვლელი დარბაზები, საზოგადოებრივი ადგილები და საგანგებო გასასვლელები. ამასთან კომპლექსი მოიცავს 253 სადგომზე გათვლილ მიწისქვეშა პარკინს. კომპლექსის თითოეული სახლი თავის მაცხოვრებლებს სთავაზობს 24-საათიან დაცვას, დასუფთავების მომსახურებას, გამწვანებული ტერიტორიის მოვლას.

m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“
m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“
m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“

რაც შეეხება პროექტში გათვალისწინებულ 175 ბინას – ამ ეტაპზე გაყიდვაშია დუპლექსის ტიპის სახლები, 1-2-3-ოთახიანი ბინები, ასევე ბოლო სართულებზე ორ და სამ ოთახიანი პენტჰაუსის ტიპის ბინები. მათი ფართობი 64,4–დან 352,3 მ2-მდე მერყეობს. 1 კვადრატრული მეტრის ფასი კი 1 247 დოლარიდან იწყება. „m² მთაწმინდის პარკთან“ 2025 წლის ბოლოს დასრულდება და მომხმარებელს თეთრი კარკასის კონდენციით ჩაბარდება.

m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“
m²-ის ახალი პროექტი – „m² მთაწმინდის პარკთან“

აქვე გეტყვით, რომ სამშენებლო კომპანია „m²“ ბაზარზე 2006 წლიდან გამოჩნდა და უკვე მრავალი წელია მომხმარებელს უამრავ პროექტს სთავაზობს.