METROPOL-მა აჭარის რეგიონში ექსკლუზიურად Louvre Hotels Group შემოიყვანა
2023 წლის ივნისში, დეველოპერულ კომპანია "მეტროპოლსა" და ფრანგულ, საერთაშორისო ჰოსფითალითი კომპანია Louvre Hotels Group-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში ამჟამად ორი დიდი საინვესტიციო პროექტის – კუბისა და ოვალის – მშენებლობა მიმდინარეობს. Louvre Hotels Group-ის ევროპული განვითარების გუნდის ხელმძღვანელი, ჯორჯ შლეგელი ხაზს უსვამს წამყვან დეველოპერულ კომპანიასთან პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც სრულიად ახალ ეტაპს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე.
ბიზნეს კლასის კონცეფციის CUBE-ის პროექტი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომლის მოცულობაც 160 მლნ. ლარს აღემატება. თანამედროვეობისა და დახვეწილობის სინთეზით შექმნილი არქიტექტურით, Metropol CUBE-ის ინფრასტრუქტურა აერთიანებს საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ტერასასა და სარესტორნო სივრცეს. ზღვისპირა დასვენების მოყვარულებისთვის კი, აქტიური დასვენების სტილზე ორიენტირებული პროექტი – Metropol OVAL-ი – ღვინის ბიბლიოთეკას, კინოდარბაზს, საცურაო აუზსა და დიდ ტერასას ითვალისწინებს. ასე რომ, ორივე საინვესტიციო პროექტი თავის თავში აერთიანებს როგორც კომფორტული ცხოვრების სტილს, ასევე, მაღალი დონის დაგეგმარებასა და თანამედროვე სტანდარტებს.
2027 წლის ბოლოს, CUBE-ისა და OVAL-ის პროექტები სრულად ამოქმედდება, რომლებშიც, შესაბამისად, “Royal Tulip Cube” და “Royal Tulip Oval” იქნება წარმოდგენილი.