„ლისი ტრიო” – ახალი სამშენებლო კომპლექსი, რომლის ჯამური ღირებულება 35 მლნ აშშ დოლარს შეადგენს
„ლისი თაუერსი” მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტ - „ლისი ტრიოს“, ლისის ტბის მიმდებარედ, ამაშუკელის ქ. #5 - ში ახორციელებს.
ახალი სამშენებლო პროექტი „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 35 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 24.5 მილიონი აშშ დოლარია.
საცხოვრებელი კომპლექსი 60 ათას კვ/მ-ზე განთავსდება. ის სამ, 15-სართულიან კორპუსს გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში, ჯამში, 60 განსხვავებული ტიპის, 300 ბინა აშენდება.
აღნიშნული პროექტი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც ერთ სივრცეში გაარეთიანებს ჰიპერმარკეტებს, გასართობ და საკვებ ზონებს. მომავალ მობინადრეებს ასევე საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფიტნეს და სპა მომსახურებით, აუზით, საბავშვო ბაღითა და სამუშაო სივრცეებით. მულტიფუნქციური კომპლექსი საპარკინგე სივრცესა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს.
პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო და 2027 წელს დასრულდება.
„ლისი თაუერსის“ გუნდი პარალელურად რამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა ნუცუბიძის ქუჩასა და მოსკოვის გამზირზე „თბილისი ისტ საიდის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.