“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”-სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით “ლილოს ნაგავსაყრელის” პრობლემა მოგვარდება

მძიმე ეკოლოგიური ფონი, რომელში წლებია ლილოს დასახლებაში მმცხოვრებ მოსახლეობას უწევს ყოფა, მოგვარდება. ეს ყველაფერი კი საზოგადოების საპროტესტო აქციების ფონზე, მოსახლეობა დედაქალაქის მერს შეხვდა.

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”-სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით “ლილოს ნაგავსაყრელის” პრობლემა მოგვარდება

პრობლემა, რომელზეც თვეებია სამოქალაქო აქტივობა “ჩემო ქალაქი მკლავს” აქციებს აანონსებს, დღეს საკუთარ გვერძე დაწერეს პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“შეხვედრა თბილისის მერთან წარმატებით დასრულდა, მიღებულია დაპირება ნაგავსაყრელის ალტერნატიული ადგილის მოძიებასთან დაკავშირებით , ასევე ადგილზე მოეწყობა გაზშემკრებები რათა მოსახლეობას სპეციფიურმა სუნმა არ შეაწუხოს ( ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა ) , ამ ყველაფერში ჩართული იქნება საინიციატივო ჯგუფი.მისასალმებელია ასეთი უკუკავშირი რაც რეალურად პრობლემის გამოსწორებაზე არის ორიენტირებული.
13 წლიანი ბრძოლის დასასრულის დასაწყისი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლილოს დასახლებაში ნაგავსაყრელიდან გამოწვეული ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად ცხოოვრება მოსახლეობას 13 წელია უწევს.