რა ხდება ამ წუთებში ლილოს ნაგავსაყრელთან
რამდენიმე დღეა, ლილოს დასახლებაში ნაგავსაყრელის მიმდებარედ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ წუთებში ტერიტორიაზე პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
ინფორმაციას ვითარების შესახებ სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს ავრცელებს, რომლის ორგანოზებითაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
“ლილოს ნაგავსაყრელთან ახლა მობილიზებულია პოლიციის ათობით ეკიპაჟი და ევაკუატორები.
მოსახლეობა ითხოვს სიცოცხლეს და ჯანსაღ გარემოს, წინა მთავრობის დროს მოხდა ძალის გამოყენება ლილოს მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ნაგავსაყრელის გახსნას აპროტესტებდნენ, თუმცა ვნახოთ ახლა რა იქნება! ნებისმიერ გადაცდენაზე რაც იქნება პოლიციის მხრიდან აუცილებლად მივყვებით ბოლომდე! პროტესტის უფლების შეზღუდვა ნიშნავს დიქტატურას, და ვერ დაამყარებთ!” ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნაგვიას მანქანებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს.