რატომ ითხოვს მოსახლეობა “ლილოს ნაგავსაყრელის” გაუქმებას
გაუსაძლისი სუნი, დაბინძურება და ჯანმრთელობის პრობლემები, ლილოს მოსახლეობა, რომელიც ნაგავსაყრელის მიმდებარედ ცხოვრობს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
ინფორმაციას სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს”, რომლის მიხედვითაც საინიციატივო ჯგუფების შეხვედრა მოხდა რათა საკითხზე აქტიური მუშაობა დაიწყოს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან. ადგილობრივების განმარტებით, თული შესაბამისი უწყებების საკითხის შესწავლას და გზების ძიებას არ დაიწყებენ, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
“ლილოს ნაგავსაყრელზე” ყოველდღიურად 1300 ტონა ნაგავსაყრელი იყრება. ტერიტორიის მიმდებარედ მოსახლეობას, მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, როგორც თავად გვიხსნიან, ეზოებსა და სახლებში მძაფრი და სპეციფიური სუნი დგას.
kalaki.ge დასახლების ერთ-ერთ მაცხოვრებელს 64 წლის ქალბატონ ნანას ესაუბრა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ მძიმე ეკოლოგიურ პირობებში ცხოვრებამ მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა.
“წარმოუდგენელ პირობებში ვცხოვრობთ წლებია, გაუსაძლისი სუნი დგას გამუდმებით, განსაკუთრებით ქარიან ამინდში აუტანელია გარეთ გასვლა. მე პირადად ასთმა დამემართა, რომელსაც ჩემი მკურნალი ექიმი სწორედ ნაგავსაყრელიდან გამოწვეულ ეკოლოგიურ დაბინძურებას უკავშირებს.”
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ლილოს ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტებით მოსაწყობად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი გამოიყო.