როდის დაიწყება ლეღვთახევში კლდეების გასამაგრებელი სამუშაოები
თბილისის ისტორიული უბანი, რომელიც სტუმარსა და მასპინძელს ყოველ ჯერზე აღაფრთოვანებს საჭიროებს სამუშაოებს, რომელიც იერ-სახეს შეინარჩუნებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 6 მილიონი ლარი ლეღვთახევში კლდეების გასამაგრებელი სამუშაოებისთვის გამოცხადდა.
დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო 3 ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარგდენას ითვალისწინებს, მეორე ეტაპზე, რომლის სავარაუდო ხანგრძლივობა 60 დღეა, უნდა მოხდეს დეტალური არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენა შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. მესამე ეტაპი კი 275 დღეს მოიცავს და ამ ვადაში უნდა განხორციელდეს მშენებლობა შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
ტენდერი, სამუშაოების შესრულებაზე საქართველოს ბოტანიკურმა ბაღმა გამოაცხადა, რომლის მიღება 2 ნოემბერს დაიწყება და 7-მდე გაგრძელდება.