ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი კომპანიის განცხადება-„თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველ სახეს“
გავრცელებული ინფორმაციით, ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი ჰყავს. „ლაგუნა ვერესა“ და შპს „ნეო სითი დეველოპმენტს“ შორის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 7 აგვისტოს გაფორმდა.
კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი“, რომელმაც „ლაგუნა ვერე“ შეისყიდა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ლაგუნა ვერეს“ სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება.
“დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.
კომპანია წარმოადგენს „ლაგუნა ვერეს“ განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს”, – კომპანიის ტექსტს formulanews-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით ლაგუნასთან აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშნებელობის პროექტი არსებობდა, რომელიც მერიამ დაახარვეზა