“ლაგუნა ვერე” და მისი მიმდებარე ტერიტორია სრულად გაიყიდა
თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,400 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება, გაიყიდა.
უცნობია რამდენი ათეული მილიონი დოლარია აღნიშნული გარიგების ღირებულება. ტერიტორია მოიცავს ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხანას.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და 100%-იანი პარტნიორი ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია. ჯერჯერობით უცნობია ჩაერთვებიან თუ არა პროექტის განვითარებაში სხვა პარტნიორებიც. სავარაუდოდ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ დღემდე ტერიტორიის მფლობელი შპს “კოსტავას 69” იყო, სწორედ ამ კომპანიამ წარადუდგინა მუნიციპალიტეტს ადგილზე ორი ცათამბჯენის და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი. თავდაპირველი არქიტექტურული პროექტის მიხედვით, ცათამბჯენის სიმაღლე 65 სართული უნდა ყოფილიყო, რაზეც შესაბამისი სამსახურის მიერ უარყოფითი დასკვნა გაიცა, რის შემდეგაც კომპანიამ განახლებული პროექტი წარადგინა, სადაც ცათამბჯენის სიმაღლე 52 სართულამდე შემცირდა. ამასთან, კომპანია ითხოვდა შეცვლილი აღნიშნული მიწის ფუნქციური სტატუსი, რაც ამჟამად “რეკრეაციული ზონა 2”-ია.