“ლაგუნა ვერე” და მისი მიმდებარე ტერიტორია სრულად გაიყიდა – გარიგების დეტალები
თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,400 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება, გაიყიდა.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და 100%-იანი პარტნიორი ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია.
დღემდე ტერიტორიის მფლობელი შპს “კოსტავას 69” იყო, სწორედ ამ კომპანიამ წარადუდგინა მუნიციპალიტეტს ადგილზე ორი ცათამბჯენის და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი. თავდაპირველი არქიტექტურული პროექტის მიხედვით, ცათამბჯენის სიმაღლე 65 სართული უნდა ყოფილიყო, რაზეც შესაბამისი სამსახურის მიერ უარყოფითი დასკვნა გაიცა, რის შემდეგაც კომპანიამ განახლებული პროექტი წარადგინა, სადაც ცათამბჯენის სიმაღლე 52 სართულამდე შემცირდა. ამასთან, კომპანია ითხოვდა შეცვლილი აღნიშნული მიწის ფუნქციური სტატუსი, რაც ამჟამად “რეკრეაციული ზონა 2”-ია. დამკვეთი საგამონაკლისო სახით საცხოვრებელი ფუნქციის k2 კოეფიციენტის 50%-იან მატებასა ითხოვს. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ნამატი 50%-ის 4% მუნიციპალიტეტს ან თანხის სახით, ან თეთრი კარკასის მდგომარებით გადაეცემა.