NDI-ის კვლევის თანახმად თბილისს ყველაზე მეტად: უსახლკარო ცხოველები, საგზაო მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება და საზ. ტრანსპორტი აწუხებს

(NDI) -იმ საზოგადოებას ახალი კვლევა წარუდგინა, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რა აწუხებდათ მოსახლეობას ყველაზე მეტად? როგორც გაირკვა თბილისში გამოკითხულთა უმეტესობისთვის პრობლემას: უსახლკარო ცხოველები, საგზაო მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება და საზ. ტრანსპორტი წარმოადგენს.

NDI-ის კვლევის თანახმად თბილისს ყველაზე მეტად: უსახლკარო ცხოველები, საგზაო მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება და საზ. ტრანსპორტი აწუხებს

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს, 27%-ს არ აწუხებს, 4% კი ამბობს, რომ მის უბანში უპატრონო/ქუჩის ძაღლები არ არიან. უსახლკარო ცხოველების მსგავსად, 22% პრობლემად გზებს, 15% – სუფთა ქუჩებს, 14% – საგზაო მოძრაობას, ასევე 14-14% საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გარემოს დაბინძურებას მიიჩნევს.

რაც შეეხება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოკითხულთა 42% თვლის, რომ ყველაზე მწვავე ჰაერის დაბინძურებაა, 23%-ის აზრით, საკვების უსაფრთხოება, 18% კი ამბობს, რომ პრობლემას დანაგვიანება წარმოადგენს.უსახლკარო ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და ქალებს აწუხებთ.

აღსანიშნავია, რომ სხვა ტიპის დასახლებებთან შედარებით, თბილისს მეტად აწუხებს საგზაო მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება და საზ. ტრანსპორტი.