კვლავ უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა-რას ამბობენ ტურიზმის ადმინისტრაციაში

ივლისის მონაცემებით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია.

კვლავ უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა-რას ამბობენ ტურიზმის ადმინისტრაციაში

გარემოს ეროვნული სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაზარდა – მანამდე არსებულებს ანაკლია – განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი დაემატა.

მიუხედავად არა ერთი განცხადებისა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან რომ შავი ზღვის წყლის მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება, საზოგადოების მხრიდან ვნებათაღელვა არ ცხრება, ასევე ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურისტები ზღვის წყლის შესაძლო დაბინძურების გამო ჯავშნებს აუქმებენ, ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტუმრბის რაოდენობა მოსალოდნელთან შედარებით გაცილებით მეტია.

„შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლი საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად საქართველოში, შავ ზღვაში ბანაობა არის უსაფრთხო. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან, ტუროპერატორებთან, ასევე მუდმივ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ და საზოგადოებას საქმის კურსში ვაყენებთ და ვატყობინებთ ახალი კვლევის შედეგებს“,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.