TOP 5 სწარფი კვების ობიექტი, რომელიც ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ სწრაფი კვების ობიექტებს ფლობს
TOP 5 სწრაფი კვების ქსელი საქსტატზე დაყრდნობით გამოვლინდა.
ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი სწრაფი კვების ობიექტების ხუთეული ასეთია:
სს ვენჯორჯია – ბრენდი ვენდისი
შპს Iberia Food Company – ბრენდი ქეიეფსი
შპს ხარება – ბრენდი მაკშაურმა
შპს თ და კ რესტორნები – ბრენდი მაკდონალდსი
შპს კიოსკ ჯორჯია – ბრენდ დანკინი
(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საჯარო რეესტრის მონაცეებით, სს ვენჯორჯია „(ვენდის) დაარსდა 2011 წლის იანვარში. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის 100%-იან მფლობელს წარმოადგენს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“. კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები კი არიან სამსონ ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი) და ლევან ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი)
„ვენდისმა“ საოპერაციო საქმიანობა დაიწყო 2015 წელს. „ვენჯორჯია“ წარმოადგენს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბურგერებს, სასმელს, გაყინულ დესერტს და სხვა. კომპანია ოპერირებს „ვენდის გლობალ რესტორნისგან“ (Wendy’s Global Restaurants) მიღებული ფრანშიზის უფლებით.
შპს Iberia Food Company, რომელიც ქეიეფსის ბრენდით 2013 წლის მაისიდან ოპერირებს. კომპანიის 100% ოთარი ქათამაძე ფლობს.
შპს ხარება მაკშაურმას ბრენდით, 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანის 100% რამაზ ხარებავა ფლობს.
შპს თ და კ რესტორნები მაკდონალდსის ბრენდით 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 90% თემურ ჭყონია ფლობს, ხოლო 10% თენგიზ კაპანაძე.
შპს კიოსკ ჯორჯია – ბრენდ დანკინით 2020 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 100% გლობალ ინვესტორს ლიმიტედი ფლობს.