მოხდება თუ არა თბილისში, კვების ობიექტებიდან გატანილი ნარჩენების დახარისხება?
"თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტი საპილოტეა და მიზნად ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
თბილისის მერიამ გასული წლის სექტემბერში მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგია აერთიანებს ისეთ საკითხებს როგორებიცაა ნარჩენების სეპარაცია, მათი გადამუშავება და ნაგავსაყრელებზე ელექტროენერგიის წარმოება. სტრატეგია ამ დრომდე საკრებულოს არ დაუმტკიცებია.