ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და თანხას ითხოვდა.
თვითმხილველების განმარტებით, ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი დაინახა და გაიქცა. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფილიალში მუშაობა ამ დროისთვის შეჩერებულია.
kalaki.ge-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.