ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო

Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელება დაიწყო.

ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო

მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo საჰაერო ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის დედაქალაქის მიმართულებით ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით სრულდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა.