ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი გადაწყვეტილია – რა განთავსდება შენობაში, რომელიც წლები უფუნქციო იყო

უახლოეს მომავალში საჯარო გახდება კონცეფცია, თუ რა განთავსდება ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში - განაცხადა ქუთაისის მერმა.

ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი გადაწყვეტილია – რა განთავსდება შენობაში, რომელიც წლები უფუნქციო იყო

„პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია. იქ კეთდება ციფრული ჰაბი, ამაზე მუშაობს GITA, საქართველოს მთავრობის დავალებით და სულ მოკლე ხანში იქნება კონცეფციის ოფიციალური წარდგენა, თუ როგორი იქნება ჩვენი ციფრული განვითარების ცენტრი“, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

შეგახსენებთ,რომ ქუთაისში პარლამენტი 2012 წლიდან 2018 წლამდე ფუნქციონირებდა.