ამ წუთებში ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ქუჩები დაიტბორა

ქუთაისის ქუჩები, ქალაქში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დატბორა, მოსახლეობას სარდაფები და გარაჟები დაეტბორა.

ამ წუთებში ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ქუჩები დაიტბორა

როგორც kalaki. Ge – ს მკითხველმა შეატყობინა ამ დროისთვის მძიმე ვითარებაა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სანიაღვრე სისტემები სავარაუდოდ წყალს ვეღარ ატარებს, ავტომობილებს გზებზე გადაადგილება უჭირთ.

“წერეთლისა და ბუხაიძის ქუჩებზე წყლის დონე თანდათან იმატებს, მოსახლეობას სარდაფები და გარაჟები დაეტბორა, ჩვენ პირადად ჩვენი სარდაფიდან წყლის ამოტუმბვა თავად ვსცადეთ, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერ მოვასწარით გააზრება.” – ამბობს kalaki.ge-სთან საუბრისას მანანა გუჯეგიანი.

ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ვსცადეთ, უწყების განმარტებით რამდენიმე მისამართზე გაგზავნილია სამაშველო ჯგუფები, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო არაა.